გაზაფხული


14240110-R3L8T8D-1000-214239510-R3L8T8D-1000-4381005-R3L8T8D-1000-cvetuwaja-sakura-big-3314239610-R3L8T8D-1000-13307425543_6f4804d565_o14239710-R3L8T8D-1000-45617994814252760-R3L8T8D-1000-4381355-R3L8T8D-1000-sakura-blossom-awesome-spring-flowers-nature_17946914253160-R3L8T8D-1000-4379105-R3L8T8D-1000-sakura-tree-flower-spring-pond-couple-kiss-love-nature

ტკივილს,რომელსაც შენ გრძნობ დღეს, გადაიქცევა იმ ძალად, რომელსაც იგრძნობ ხვალ .


getImage (4)

***


dark-girl-outside-alone

სადღაც სიყვარულის ცლიან აზარფეშებს,
ჩემთან სიმარტოვის არის აგონია,
სულში ტკივილები ისე ვათარეშე
ვცდილობ გავეცალო, მაგრამ არ მგონია
წლებმა ყველა კარი მტკიცედ გადარაზა,
ქმნიან უიმედო, პირქუშ ბარიერებს
ამ გულს სიყვარულის ძალა აღარ დარჩა,
ჰოდა ეს თვალები მზერას გარიდებენ.

/ნ.მ/

ადამიანებს ნივთებზე მეტად სჭირდებათ რესტავრაცია, აღდგენა, გადარჩენა: პატიებით, წახალისებით… ეცადეთ, არასოდეს არავინ “მოისროლოთ”. /ოდრი ჰეპბერნი/


Audrey-Hepburn_A-Life-in-Full-Circle_HD_768x432-16x9

:) ☺


rwrw


1374078210_love_hearts_hd_wallpaperერთგულება ნიჭია. ალბათ ყველაზე სასარგებლო და სასიამოვნო … ამ დროს შენი თავიც კი გეამაყება. ერთგულებას ვერ ისწავლი, ვერ შეიძენ. ეს სულში უნდა გქონდეს. ან ერთგული ხარ, ან-არა!


63790eb5-15b7-463e-b3b5-855b353be29aქალი ჩხუბობს მხოლოდ მასთან, ვისთან შერიგების იმედიც აქვს, სხვა დანარჩენი უბრალოდ არ აინტრესებს.

8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე


7887]

მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო 🙂

მგონი ყველას აინტერესებს თუ რატომ აღინიშნება ქალთა დღესასწაული მაინცდამაინც 8 მარტს?

ყველაფერი კი დაიწყო ასე, 1857 წლის გაზაფხულზე, 8 მარტს ნიუ-იორკში მუშა ქალები გაიფიცნენ აუტანელი სამუშაო პირობებისა და ძალზე მწირი ხელფასის გამო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია.

გავიდა ორი წელი და ამ ქალებმა პირველი პროფკავშირი დააარსეს. მომდევნო წლებში საპროტესტო ტალღა უფრო მასშტაბური გახდა. პროტესტი იზრდებოდა, უკმაყოფილო ქალების რიცხვი მატულობდა. მათ პროტესტს შედეგი არ ჰქონდა, თუმცა დანებებას მაინც არ აპირებდნენ. 1908 წელს 15 000 ქალი გამოვიდა ქუჩაში სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.

1910 წელს კოპენჰაგენში ჩატარდა პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი, გავლენიანი გერმანელი სოციალისტის – კლარა ცეტკინის ინიციატივით.

1917 წლიდან ქალთა სოლიდარობის ნაპერწკალმა რუსეთშიც იფეთქა. იქაც დაიწყეს ამ დღეს დემონსტრანტმა ქალებმა ქუჩაში გამოსვლა სოლიდარობის მიზნით. 1975 წელს, რომელიც ქალთა საერთაშორისო წლად იწოდება, 8 მარტი ქალთა დღესასწაულად გამოაცხადეს და უქმე დღე დააწესეს.

დღესდღეობით თითქმის მთელი მსოფლიო აღნიშნავს ყოველი წლის 8 მარტს, როგორც ქალთა საერთაშორისო დღეს.
არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი. ამ დღეს ყველა ქალი განსაკუთრებულად ელის. იღებენ საჩუქრებს და მილოცვებს და ხარობენ თავიანთ ახლობლებთან ერთად.

სიყვარულით გამთბარი კიდევ ერთხელ გილოცავთ გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულს ♥

***


551333_489993741064385_918059710_n

***


101417514_1274876847_belayaakaciya 

ისევ ბევრჯერ დაგვასველებს წვიმა მარტის,
გაგვაბრუებს სოფლის ბოლოს აკაცია,
მოიისფრო გაზაფხულზე შემიყვარდი,
ვისაც გული არ უსკდება რა კაცია-
სიყვარულით, როგორც კვირტი არეული
მზის ქვეშ ცვენა ზეციური მანანების,
გაზაფხულის საღამოა მთვარეული
ვიფიქრებ და გაგიხსენებ დანანებით,
რადგან ბევრჯერ დაგვასველებს წვიმა მარტის,
სოფლის ბოლოს ისევ ცელქობს აკაცია,
ეს დრო იყო უგონოდ რომ შემიყვარდი,
ცამ რომ ფარდა საბოლოოდ გადასწია…

                                                                                              /მამა პეტრე/

Previous Older Entries Next Newer Entries

boom.ge

Top.ge

LiveInternet

<!--
document.write("")
//-->